რა არის საძიებო სისტება ბავშვებისთვის?

რა არის საძიებო სისტება ბავშვებისთვის?

რა არის საძიებო სისტება ბავშვებისთვის?

ბავშვების საძიებო სისტემა არის სპეციალურად  შექმნილი პლატფორმა, რომელიც ეხმარება მათ, რომ უსაფრთხოდ გამოიკვლიონ ვებ კონტენტი, როგორიცაა სიტყვები, სურათები და ვიდეოები. გარდა ამისა ბავშვების საძიებო სისტემა ძირითადად არის მომხმარებელზე შესანიშნავად მორგებული და ვიზუალურად უფრო დახვეწილი. ეს განსხვავებები ეხმარება ბავშვებს იპოვნონ ის რასაც ეძებდნენ და არ აღმოჩნდნენ ისეთ საიტებზე რომლეთა ნახვა მათთვის შეუსაბამოა.

ინტერნეტში არის კონტენტი ნებისმიერი მომხმარებლისთვის, მაგრამ კონტენტი ყოველთვის არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის. ეს პრობლემაა როდესაც ბავშვები ონლაინ ეძებენ ზედამხედველობის გარეშე რადგან ჩვენ გვსურს კონტენტი რომელსაც ისინი ნახავენ იყოს მათთვის უსაფრთხო. სწორედ აქ არიან ბავშვთა საძიებო სისტემები გმირები. ბავშვთა საძიებო სისტემები არის სწორედ მათი გამოყენების მიზნით შექმნილი. როდესაც ბავშვი ონლაინ მოძებნის ჩვენი სურვილია დავრწმუნდეთ, რომ კონტენტი, რომელსაც სისტემა აჩვენებს არის ბავშვისთვის მეგობრული და მათი საძიებო საკითხის რელევანტური. ქვემოთ ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო ბავშვისთვის შექმნილ საძიებო სისტემას.

 

 

Kiddle.co არის უსაფრთხო ვიზუალური საძიებო სისტემა ბავშვებისთვის, რომელიც შეიქმნა გუგლის ინდივიდუალური ძიების სისტემის ძრავაზე, მაგრამ Google-გან განსხვავებით აქ გაფილტრულია ბავშვებისთვის არასასურველი კონტენტი. ის ვიზუალურად გამოირჩევა სხვა ბავშვთა საძიებო სისტემებისგან ამიტომ ბავშვს შეუძლია მარტივად მოძებნოს და იპოვნოს ძიების შედეგები. Kiddle-ს კიდევ ერთი თვისებაა, რომ თუ ბავშვი არასათანადო საძიებო სიტყვას ჩაწერს რეზულტატი იქნება შეცდომა და სისტემა არ აჩვენებს შედეგებს. ტაბუდადებული სიტყვების ფილტრი შედგენილია Google-ს მიერ ასე, რომ მშობლებს არ ჭირდებათ დამატებითი კონტროლი.

 

 

Kidrex არის ბავშვების საძიებო სისტემა ბავშვებისგან. ისიც ასევე იყენებს Google-ს ინდივიდუალური ძიების სისტემის ძრავას. Kidrex ასევე ვიზუალურად დახვეწილია ბავშვებისთვის, როდესაც ისინი ახლები არიან ინტერნეტში ძიებაში მარტივი ინტერფეისი ეხმარება მათ ფეხი აიდგან. ეს საძიებო სისტემა ასევე ითვალისწინებს საძიებო სიტყვების ფილტრაციას და მხოლოდ ბავშვებისთვის სასურველ ძიების შედეგებს უჩვნებს, ხოლო მათთვის არასასურველი სიტყვის მოძებნისას შედეგი ცარიელია.

 

 

Waky Safe არის უსაფრთხო საძიებო სისტემა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. მისი მიზანია დაცვას ბავშვი ონლაინ, როდესაც ის ეძებს ინფორმაციას. Waky Safe საძიებო სისტემა ასევე იყენებს Google-ს ინდივიდუალური ძიების სისტემის ძრავას და ასევე უსაფრთხო ძიების ტექნოლოგიას. ის ბლოკავს ნებისმიერ ბავშვისთვის არასასურველ საიტს და მხოლოდ რეკომენდირებულ რეზულტატებს აჩვენებს. თუ ბავშვი არასასურველ სიტყვას მოძებნის არც ეს საძიებო სისტემა უჩვენებს რეზულტატებს.

ინტერნეტი შესანიშნავი ხელსაწყოა ბევრი საინტერესო ინფორმაციით, მაგრამ ასევე შესაძლოა იყოს საშიში ადგილიც. გამოიყენეთ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები და მოუწოდეთ ბავშვებს გააკეთონ იგივე ასე შეძლებთ მოიმკათ ყველა ის სიკეთე, რომელსაც ინტერნეტი გვთავაზობს.

 

რომელია თქვენთვის საუკეთესო ბავშვებისთვის შექმნილი საძიებო სისტემა ?

კომენტარები