რა არის ბულინგი

ბულინგი არის ძალადობა, მუქარა, ან შეურაცხყოფა, რათა ძალაუფლება მოიპოვო ან დააშინო პიროვნება. ბულინგი არის აგრესიული ქმედების ქვეკატეგორია, რომელიც ხასიათდება სამი პირობით: მტრული განზრახვა, ძალის უთანასწორობა და განმეორებითობა. არსებობს ბულინგის ბევრი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ძირითადად გამოყოფენ 6 მათგანს: ფიზიკური, ვერბალური, შენიღბული, კიბერბულინგი, სექსუალური და შეურაცხმყოფელი. ბულინგი შესაძლოა ერთდროულად მიეკუთვნებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ ფორმებიდან რამდენიმეს.

ფიზიკური ბულინგი - ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ფიზიკური ძალის გამოყენება. დღესდღეობით ბულინგის ყველაზე ცხადი ფორმაა. ამ ტიპის ბულერები ძირითადად არიან ფიზიკურად უფრო დიდები, ძლიერები და აგრესიულები ვიდრე მათი თანატოლები. ფიზიკური ბულინგის მაგალითებია: დარტყმა, ხელის კვრა, მუშტების ქნევა და სხვა ტიპის ფიზიკური თავდასხმები.

ვერბალური ბულინგი - სხვადასხვა გამაღიზიანებელი სიტყვების დაძახებას, სახელების შერქმევას ადამიანისადმი, რომ მასზე გავლენა მოვიპოვონ. ძირითადად ვერბალური ბულერები არიან უმოწყალოები და ცდილობენ სიტყვიერად დაამცირონ ადამიანი. ისინი თავიანთ მიზანს არჩევენ მათი ფიზიკური აღნაგობით, საქციელით და ზოგჯერ სპეციალური საჭიროების მიხედვითაც კი.

შენიღბული - საიდუმლო ბულინგი, რომელიც შესაძლოა ვერ შეამჩნიონ ოჯახის წევრებმა და მასწავლებლებმა. შესაძლოა მას ვუწოდოთ ემოციური ბულინგი, როდესაც ადამიანი ცდილობს მეორეს სოციალური სტატუსი შეულახოს, ავრცელებს ჭორებს, ცდილობს სიტუაციებით მანიპულაციას.

კიბერბულინგი - ამჟამად ყველაზე გავცრცელებულია და ნიშნავს ერთი ადამიანის მიერ ინტერნეტის, მობილური ტელეფონის ან სხვა ტექნოლოგიის გამოყენებას, რომ დაემუქროს, შეავიწროოს და გააღიზიანოს მეორე პიროვნება. კიბერბულინგის მაგალითია: ინტერნეტში სხვისი ფოტოების ან ვიდეოების განთავსება, რომელიც ამ ადამიანის პირად ცხოვრებას ასახავს, მუქარის მეილების ან ტექსტის გაგზავნა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიბერბულინგის რიცხვიც იზრდება.

სექსუალური - განმეორებითი საზიანო დამამცირებელი მოქმედებები, რომლის სამიზნეც ადამიანის სექსუალობაა. სექსუალური ბულინგის მაგალითებია: შეხება ადამიანზე მისი სურვილის გარეშე, უცენზურო კომენტარები, სექსუალური სახელის დაძახება.

შეურაცხმყოფელი - გარკვეული ნიშნით ინდივიდის ამოჩემება. მაგალითად: რელიგიის, რასის ან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. მსგავსი ტიპის ბულინგი შესაძლოა მოიცავდეს სხვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბულინგის ფორმებს.